„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციამ ჯამში 10,797,168 ლარი დახარჯა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციამ ჯამში 10,797,168 ლარი დახარჯა.

კვლევაში თავმოყრილია ინფორმაცია გაცემული შრომის ანაზღაურების, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკასა და სასმელი პროდუქტების, კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ.

კვლევის თანახმად:

2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 8,212,842 ლარი შეადგინა, რაც 1,411,749 ლარით მეტია 2016-2017 წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან (6,801,093 ლარი) შედარებით;

ადმინისტრაციების სარგებლობაში ჯამში 81 ავტომობილია, რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 521,959 ლარი დაიხარჯა;

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა საწვავის შესაძენად 2018-2019 წლებში 1,109,683 ლარი დახარჯეს, რაც 234,575 ლარით მეტია 2016-2017 წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან (875,108 ლარი) შედარებით;

2018-2019 წლებში შესყიდული საწვავის მოცულობამ 505,076 ლიტრი შეადგინა;

სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 2018-2019 წლებში 86,993 ლარი შეადგინა, 2016-2017 წლებში კი 61,227 ლარი იყო;

მივლინებებზე 2018-2019 წლებში 123,495 ლარი დაიხარჯა, 2016-2017 წლებში კი 154,690 ლარი;

წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა ჯამში 86,742 ლარი გაიღეს (2018 წელს - 51,411 ლარი, 2019 წელს კი - 35,331 ლარი). შედარებისათვის - 2017 წელს წარმომადგენლობითმა ხარჯმა 32,635 ლარი შეადგინა.

კვლევის მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციაში 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 267 ადამიანია დასაქმებული, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კი ცხრით მეტი - 276 ადამიანი მუშაობდა.

კვლევის თანახმად, 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 8,212,842 ლარი გაიცა (2018 წელს - 3,965,155 ლარი, 2019 წელს კი - 4,247,692 ლარი)

ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 655,454 ლარი გაიცა (2018 წელს - 322,523 ლარი, 2019 წელს კი - 332,931 ლარი)

2018-2019 წლებში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ყველაზე დიდი ოდენობით თანხა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიცა - 122,578 ლარი.

2016-2017 წლებთან შედარებით 2018 წლიდან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურება გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა ჯილდოსა და სახელფასო დანამატის მოცულობები.

კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით