სამგზავრო მატარებელებისა და სადგურების დეზინფიცირება ყოველდღიურად ჩატარდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის ყველა მატარებელი და სარკინიგზო სადგურები ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ მათი დასუფთავება და სველი წესით დალაგება, დადგენილი ნორმების შესაბამისად ყოველდღე მიმდინარეობდა, სარკინიგზო შემადგენლობებში და სადგურებში დამატებითი დეზინფექცია ჩატარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებებით.

ასევე, ყველა სამგზავრო მატრებელში და სადგურებზე დამონტაჟდება ხელის სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერები.

სარკინიგზო ტრანსპორტისა და სადგურების დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო