იდლიბში ორი თურქი სამხედრო დაიღუპა და 6 დაიჭრა

იდლიბში მიმდინარე ბრძოლების დროს ორი თურქი სამხედრო დაიღუპა და 6 დაიჭრა. ინფორმაციას რუსული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რეჟიმის მიერ ჩვენს სამხედრო პოზიციებზე თავდასხმის შედეგად, „გაზაფხულის ფარის“ ოპერაციის დროს, ჩვენი ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ექვსი ჯარისკაცი დაიჭრა,” - ციტირებს „ტასი“ უწყების განცხადებას.

ამასთან, დღეს მოსკოვმა ანკარა ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ტერორისტული დაჯგუფებები იდლიბში თურქეთის პოზიციებზე არიან განლაგებულნი, საიდანაც რუსეთის საჰაერო ბაზაზე ჰმეიმიმში თავდასხმები ხორციელდება.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირაა იდლიბში პროთურქულ სირიის ოპოზიციასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ასადის ჯარებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს. თურქეთის პრეზიდეტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ რეგიონში სამხედრო ყოფნა გააძლიერა. მედიის ცნობით, შეტაკებებში ერთ მხარეს თურქეთის ჯარები, ხოლო მეორე მხარეს რუსული ავიაცია მონაწილეობს.

იხილეთ ვიდეო: იდლიბში ორი თურქი სამხედრო დაიღუპა და 6 დაიჭრა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს