გიგლა მიქაუტაძე - კორონავირუსი უკვალოდ ვერ ჩაივლის საქართველოს ეკონომიკისთვის

კორონავირუსი უკვალოდ ვერ ჩაივლის საქართველოს ეკონომიკისთვის, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

მიქაუტაძე ხელისუფლებას დროული და ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.

„სამწუხაროდ, კორონავირუსი უკვალოდ ვერ ჩაივლის საქართველოს ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი, ტურიზმის სექტორისთვის. უკვე ვრცელდება ინფორმაცია გაუქმებული ჯავშნების მაღალ რიცხვზე და ტურისტების კლებაზე, რასაც ქვეყანა, შესაბამისად, უნდა შეხვდეს მომზადებული. მოსალოდნელია, რომ რთულ ფინანსურ ვითარებაში აღმოჩნდება სასტუმროების დიდი ნაწილი და ისინი დამდგარ ფორსმაჟორულ სიტუაციაში თანადგომას საჭიროებენ. ამიტომ სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ანტიკრიზისული გეგმა, რისთვისაც მთავრობამ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

სასწრაფოდ უნდა გაიმართოს შეხვედრა ტურიზმის სექტორულ ასოციაციებთან და გაანალიზდეს მოსალოდნელი სირთულეები. ასევე, უნდა შეიქმნას საფინანსო ორგანიზაციებისა და მთავრობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეაფასებს დარგში შესაძლო ფინანსური პრობლემების მასშტაბს;

მთავრობამ უნდა შექმნას სპეციალური სტაბილურობის ფონდი და საბანკო სექტორთან აწარმოოს მოლაპარაკება სესხების რესტრუქტურიზაციის თაობაზე;

ტურიზმის სექტორში, კრიზისის გადალახვამდე, უნდა ამოქმედდეს საგადასახადო შეღავათები.

იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია ზაფხულისთვის გაუმჯობესდება. მანამდე კი საჭიროა ქვეყნის შიგნით ყველა რესურსის მობილიზება, ვითარებიდან მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გამოსვლის მიზნით“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ლელო-საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო