ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, საჭიროა იმ ადამიანების ზუსტი აღრიცხვა, ვისაც კორონავირუსის საფრთხის გამო, თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია აქვს

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, საჭიროა იმ ადამიანების ზუსტი აღრიცხვა, ვისაც კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია აქვს და „შესაბამისმა სტრუქტურებმა ამ პროცესის გარკვეული მონიტორინგი უნდა განახორციელონ”.

როგორც პეტრიაშვილმა პრესკონფენეციაზე განაცხადა, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გაცდენილი საათების ანაზღაურებასთან ერთად, მეწარმეების პრობლემების გათვალისწინებაც უნდა მოხდეს.

“საჭიროა, სახელმწიფო სტრუქტურებმა ზედმიწევნით კარგად გაითავისოს ეს პრობლემები და შეუქმნან პირობები იმ ადამიანებს, რომელთაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი თვითიზოლაციის რეკომენდაციას მისცემს, რომ მათ რეალურად თვითიზოლაცია განახორციელონ და არ ჰქონდეთ შემხებლობა სხვა მოქალაქეებთან. ამისთვის საჭიროა, რომ ის პერიოდი, როდესაც ისინი თვითოზოლაციაში არიან, დამსაქმებელმა მათ აუნაზღაუროს. რა თქმა უნდა, ეს რისკია დამსაქმებლისთვის და სწორედ ამიტომ, მთავრობამ, დამსაქმებელმა ორგანიზაციებმა დასაქმებულთა წარმომადგენლებმა შეხვედრები მოაწყონ ამ საკითხთან დაკავშირეით და რისკები მეტ-ნაკლებად თანაბრად იქნეს გადანაწილებული.

მივესალმები იმას, რომ ჯანდაცის სამინისტრო ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს ამ მოწოდებას. დღეს გამოიცა მინისტრის ბრძანება, 281/6, რომელიც ჩვენს ამ დასმულ შეკითხვას თვითიზოლაციასთან დაკავშირებით ადეკვატურ პასუხს სცემს და სპეციალური წესით, როგორც ბიულეტენი, ასე ჩაეთვლება ამ ადამიანებს, ვისაც მიეცემა თვითიზოლაციის რეკომენდაცია. საჭიროა ზუსტი აღრიცხვა. ჩვენ თავს რომ თვითიზოლაცია გამოვუცხადოთ, ჩვენი დამსაქმებელი, რასაკვირველია, არ გაითვალისწინებს. ეს უნდა იყოს კორელაციაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ადგენს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა გარკვეული მონიტორინგი უნდა განახორციელონ. თუ მეწარმეებს რისკი დაუდგინდათ, არ შეიძლება მათი პრობლემების არგათვალისწინება. ბუნებრივია, უნდა მოხდეს გარკვევა, თუ ადამიანი, რომელიც ქმნის პროდუქციას, მისი ბიზნესი და ხელფასი არის ამ პროდუქციიდან გამომდინარე და თუ არ აქვს შესაბამისი საშუალება, რომ აუნაზღაუროს ეს, რაც ამ იძულებით მოცდენის პერიოდშია, უნდა მოხდეს დიალოგი და დასაქმებული და დამსაქმებელიც უნდა შეთანხმდნენ”,- განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე, საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო