„პალიტრა L“ - საქართველოს ისტორიის ოთხივე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ერთად, „საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის IV, დამამთავრებელი ტომი 2 მარტიდან უკვე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” „პალიტრა L“-დან აცნობეს.

გამომცემლობის ინფორმაციით, ეს არის ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მიერ დაწერილი საქართველოს ობიექტური რეალობა, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებების მქონე 13 ავტორი მუშაობდა. ისინი აღწერენ ქვეყნის ისტორიის ყველა მნიშვნელოვან ეპოქას, ეს ყველაფერი კი თანამედროვე გადმოსახედიდან არის შეფასებული.

„ამ ტომში XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის დრამატული პერიოდია გადმოცემული - ეს არის უდიდესი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების, დიდი ისტორიული ქარტეხილების, მსოფლიო ომების, რევოლუციების, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის, სოციალური ილუზიების, შემოქმედებითი შრომის, სოციალური და კულტურული დაწინაურების ისტორიული ხანა", - აცხადებს პროფესორი ალექსანდრე დაუშვილი.

„საქართველოს ისტორიის ოთხი ტომი – ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეპოქა და ეპიზოდი უძველესი დროიდან დღემდე. გამოცემაში წაიკითხავთ დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ ფასდება ქართველი ლიდერების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ასევე დაგაინტერესებთ ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ.

ოთხტომეულში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტური ფოტომასალა.

წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, ხოლო გაზეთთან ერთად - 11.50 ლარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა