სამოქალაქო მოძრაობის წევრები სახელწოდებით „ლობიო პრეზიდენტის სიტყვაზე მეტად ფასობს” პარლამენტთან  აქციას მართავენ

„ლობიო პრეზიდენტის სიტყვაზე მეტად ფასობს”, - ამ სახელწოდებით პარლამენტის შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წევრები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებს სახეზე აფარებული აქვთ „ქართული ოცნების” ლიდერების: გიორგი გახარიას, კახა კალაძის, მამუკა მდინარაძის, გია ვოლსკის, ირაკლი კობახიძის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფოტოები. ამასთან, აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერებით: “ნუ შეიწყალებ პოლიციელის მკვლელს!”, „პრეზიდენტი არც გვყავს და არც გვეყოლება” და ასევე პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა დროს ნათქვამი ფრაზები.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელზეც უკრავენ მელოდიას ფრანგული ფილმიდან „სათამაშო“ და ამ ფორმით ისინი აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის „სათამაშო."

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო