აიათოლა ალი ხამენეი - ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსი უფრო დიდი მასშტაბებით გავრცელდა, თუმცა ისინი ამას მალავენ

ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ჟურნალისტებს ინტერვიუ საკუთარ რეზიდენციაში ხეების დარგვის ფონზე მისცა. მან ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებში უფრო რთული ვითარებაა, თუმცა ამას მალავენ.

„ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსი უფრო დიდი მასშტაბებით გავრცელდა, თუმცა ისინი ამას მალავენ. ირანი კი პირიქით, არაფერს მალავს და მსოფლიოს სიმართლეს ეუბნება ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. მე არ ვამბობს, რომ პრობლემა უმნიშვნელოა, თუმცა მისი მასშტაბები არ უნდა გაზვიადდეს“,-განაცხადა ხამენეიმ.

ცნობისთვის, დღეს ირანის ინდუსტრიის, მაღაროების და ვაჭრობის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა. გუშინ, თეირანში განაცხადეს, რომ კორონავირუსი საკანონმდებლო ორგანოს 23 დეპუტატს აღმოაჩნდა.

კორონავირუსით ირანში ორი მაღალჩინოსანიც დაიღუპა. ვირუსით არიან ინფიცირებული ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ვიცე-პრეზიდენტიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა