პრეზიდენტი - ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენია - საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით

ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია. საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია.

„მიღწეული გზის შეფასება არ იქნება საკმარისი, თუ არ ვიქნებით თავდაჯერებულები და არ გვექნება საკუთარი თავის რწმენა, ანუ ეროვნული იდეოლოგია - სიტყვა, რომელიც დაგვავიწყეს და რომელიც მყარ ნიადაგზე, წარსულის საფუძველზე მომავლის აშენებას ნიშნავს.

სწორად გააზრებული, გაცნობიერებული ისტორია ედება საფუძვლად ერის მომავალს.

ერთობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ქვეყანამ დაიბრუნოს საკუთარი ღირებულებები, რომლებიც შეკრავს საზოგადოებას და, შესაბამისად, სახელმწიფოს.

ამ იდენტობასა და ღირებულებებზე დგას ქართული ჯარი. ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია. საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით - როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, 25 თებერვალს, ოკუპაციის დღეს, იმყოფებოდა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში და კადეტთა სკოლაში. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, იქ დახვდა სულისკვეთება, რომლითაც უნდა იზრდებოდეს ახალი თაობა და იკვებებოდეს საზოგადოება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა