სალომე ზურაბიშვილი -  გამოვირჩევით შეუზღუდავი სიტყვის თავისუფლებით, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა დაცვით

გამოვირჩევით შეუზღუდავი სიტყვის თავისუფლებით, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ დემოკრატიის მშენებლობის ყველა საფეხური გაიარა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში პარლამენტისადმი ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს გაუსვა ხაზი.

„დემოკრატიის მშენებლობის ყველა საფეხური გავიარეთ. გამოვირჩევით შეუზღუდავი სიტყვის თავისუფლებით, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა დაცვით, თუმცა, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. დემოკრატიის ერთ-ერთი დამახასიათებელი სწორედ ისაა, რომ რეფორმების ბოლო ტალღა ყველაზე რთულია, და რომ არც ერთი მიღწევა საბოლოოდ არაა გარანტირებული. ამიტომ სჭირდება დემოკრატიას გაფრთხილებაც და ერთიანობაც. დღეს მისი მთავარი მტერი, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, პოლარიზაციაა, - პოლარიზაცია, რომელიც კრიტიკას უხეში დაპირისპირებით ანაცვლებს. ამის გამო დღეს აქ ოპოზიციის ცალკეული რიგები ცარიელია, - ნაცვლად იმისა, რომ ახლახან შემოღებული საპარლამენტო სისტემის უპირატესობა გამოვიყენოთ და ეს ადგილი მნიშვნელოვანი დებატების ადგილად ვაქციოთ,“ - განაცხადა ზურაბიშვლმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა