ნიკო ფიროსმანის "სააღდგომო ბატკანი" მესაკუთრეს დაუბრუნდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის ოჯახს 2011 წელს ჩამორთმეული და სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული ფიროსმანის ტილო დაუბრუნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული სურათი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მფლობელობიდან გამოითხოვება და მოსარჩელე ნ. ა.-ს გადაეცემა.

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის მამამ დ.ა.-მ 2009 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიმართა და წარდგენილ ნიმუშზე ნიკო ფიროსმანაშვილის ,,სააღდგომო ბატკანი“, შესაბამისობის დადასტურება და დასკვნის გაცემა მოითხოვა. სამინისტროში წარდგენილ ნიმუშს თან ერთვოდა ანტიკვარული სალონის დირექტორის მ.შ.-ს მიერ გაცემული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2010 წელს ოჯახს მინისტრ ნიკოლოზ რურუას ხელმოწერით წერილობითი პასუხი დაუბრუნდა, რომ ,,სააღდგომო ბატკანი“ არ მიეკუთვნებოდა ფიროსმანის შემოქმედებას, თუმცა მალევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე და ბრალი წარედგინა, როგორც დ.ა.-ს (მოსაჩელის მამა) ასევე, ანტიკვარული სალონის დირექტორს მ.შ.-ს. სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით, კი ფერწერული სურათი „ბატკანი“ სავარაუდოდ ნ. ფიროსმანაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი ნიმუში გახლდათ. 2012 წლის 5 ივნისს ბრალდებულ მ. შ.-სთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, საქმეზე ამოღებული ფიროსმანის სურათი გადაეცა სახელმწიფოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე, ტილო საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 30 ოქტომბერის განაჩენით, გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი მ.შ.-ს უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტების საფუძველზე, გააუქმა 2012 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და მ. შ. წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ გარკვეული მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო. სისხლის სამართლის განმხილველმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის „ბატკანის“ კუთვნილების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სასამართლომ სარჩელის განხილვისას, მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მოსარჩელე ფიროსმანის ფერწერული ნამუშევრის „ბატკანის“ მესაკუთრეა, ხოლო საქართველოს ეროვნული მუზეუმი არამართლზომიერი მფლობელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან სადავო სურათის მართლზომიერად ფლობის საფუძველი და ნახატის კუთვნილების საკითხი მოსარჩელის ნ.ა.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა,“ - ნათქვამია ინფორმციაში.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა