რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მიგრანტთა კრიზისზე - ჩვენს ბერძენ მეზობლებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, სხვების თანაგრძნობა თვითონაც დასჭირდეთ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მმართველ „განვითარებისა და სამართლიანობის“ პარტიის წინაშე სიტყვით წარსდგა, სადაც საბერძნეთის ხელისუფლება მიგრანტებთან დამოკიდებულების გამო მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ათენი მიგრანტებს, რომლებიც მის საზღვრებთან დახმარებას ითხოვებ, „არაჰუმანურად ექცევა“.

„ჩვენი ბერძენი მეზობლები, ყველა საშუალებას იყენებენ, რომ აკრძალონ მიგრანტების შესვლა ქვეყანაში, მათ შორის ახრჩობენ ადამიანებს ზღვაში და ხვრეტენ. მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ერთ დღეს შესაძლოა, სხვების თანაგრძნობა თვითონაც დასჭირდეთ“, - აღნიშნა ერდოღანმა და დასძინა, რომ ევროკავშირმა რეალობა უნდა აღიქვას და თურქეთს დაეხმაროს.

შეგახსენებთ, თურქეთის ოფიციალურმა პირებმა ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ განაცხადეს, რომ ქვეყანა სირიის დამატებით ლტოლვილთა ტალღას „ვეღარ გაუმკლავდებოდა“. რამდენიმე დღის წინ, იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 33 თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ანკარამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მიგრანტებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას გაუხსნიდა. არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის თურქეთში დაახლოებით 4,1 მილიონი მიგრანტი და ლტოლვილი იმყოფება.

იხილეთ ვიდეო: ერდოღანი: ბერძნები ყველა საშუალებას იყენებენ, რომ აკრძალონ მიგრანტების შესვლა ქვეყანაში, მათ შორის ადამიანებს ზღვაში ახრჩობენ და ხვრეტენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო