საქალაქო სასამართლოში, სადაც სასაზღვრო ზონაში დაკავებული 30 წლის გიორგი იჩუკაიძის წინასასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაურია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სასაზღვრო ზონაში დაკავებული 30 წლის გიორგი იჩუკაიძის წინასასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაურია.

გიორგი იჩუკაიძის ახლობლები და ოჯახის წევრები სკანდირებენ: „გაუშვი", „თავისუფლება გიორგი იჩუკაიძეს", „გიორგის გაუმარჯოს". ისინი სასამართლო პროცესის დიდ დარბაზში ჩატარებას ითხოვენ.

იჩუკაიძის ახლობლები ასევე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.

დარბაზის კართან მობილიზებულები არიან მანდატურის სამსახურის თანამშრომლები.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 იანვარს, გიორგი იჩუკაიძე იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გიორგი იჩუკაიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით (მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) მიმდინარეობს. აღნიშნული ბრალი 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა