ნიკა მელიას საქმეზე ჩვენებას დაზარალებული სამართალდამცავები აძლევენ

20 ივნისის საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას დაზარალებული სამართალდამცავები აძლევენ.

სასამართლო პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია.

დაზარალებული სამართალდამცავის გიორგი ლიპარტელიანის განცხადებით, აქციის დაშლისას მან თავზე დაზიანება მიიღო. მოწმის განმარტებით, თავში აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი რკინის მილი მოხვდა და 4 ნაკერი დაადეს. ამასთან, ლიპარტელიანი აცხადებს, რომ მას ადგილზე ნიკა მელია არ დაუნახავს და არც კომუნიკაცია ჰქონია.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს