5 მარტიდან, ჟურნალ „გზასთან" ერთად, მონეტების კომპლექტი სრულად იქნება ხელმისაწვდომი

5 მარტს, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" ბოლო, 4 მონეტა გამოვა, რომლითაც მკითხველი წიგნ-ალბომს სრულად შეავსებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L“-დან აცნობეს.

მათივე ცნობით, 5 თვის განმავლობაში მონეტები ჟურნალთან ერთად, სპეციალურ ფასად იყო ხელმისაწვდომი. 5 მარტიდან დაინტერესებული მკითხველი ბოლო 4 მონეტის ჟურნალთან ერთად შეძენას, ერთი კვირის განმავლობაში, კვლავ 8.40 ლარად შეძლებს. ასევე, სპეციალურ ფასად, 20.90 ლარად იქნება ხელმისაწვდომი წიგნი-ალბომი, რომელსაც მკითხველი შეგროვებული 24 მონეტით ავსებს.

ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მა­ტი­ა­ნეა, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. ამ მო­ნე­ტე­ბით მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რია არის სა­ინ­ტე­რე­სო გზა, რომ გაჰ­ყვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო გზებს, იმ პე­რი­ო­დებს, რო­დე­საც ფული იჭ­რე­ბო­და.

ალ­ბომ­ზე ნუ­მიზ­მატ­თა და ის­ტო­რი­კოს­თა გუნ­დი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. წიგნ-ალ­ბომ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნე­ტე­ბის ორი­გი­ნა­ლე­ბი და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით