თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, როცა იქნება კოალიციური მთავრობა და ახალი პარლამენტი, მას მოუწევთ ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე მსჯელობა

დარწმუნებული ვარ, როდესაც იქნება ახალი კოალიციური მთავრობა და როცა იქნება პარლამენტი, რომელიც რეალურად ხალხის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, მას მოუწევთ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე მსჯელობა”,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განუცხადა. ბოკუჩავას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბუტაფორიული როლი აქვს სახელმწიფო გადაწყვეტილებების პროცესში.

„ძალიან მიჭირს იმ ადამიანის მიმართ ლაპარაკი, რომელსაც საპრეზიდენტო სკამი ბიძინა ივანიშვილმა უყიდა და რომელსაც იმდენად ბუტაფორიული როლი აქვს სახელმწიფო გადაწყვეტილებების პროცესში, რომ ოპოზიციამ ღირსადაც კი არ ჩათვალა, რომ რაიმე საპროტესტო მოქმედებები დაგვეგეგმა მაშინ, როდესაც ის მივიდა პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, როდესაც იქნება ახალი კოალიციური მთავრობა და როცა იქნება პარლამენტი, რომელიც რეალურად ხალხის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, მათ მოუწევთ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე მსჯელობა და ეს დასრულდება პრეზიდენტის იმპიჩმენტით და ისეთი პრეზიდენტის არჩევით, რომელიც რეალურად დაინახავს ხალხის პრობლემებსაც, სასამართლოში არსებულ პრობლემებსაც და დადებით როლს ითამაშებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ნაცვლად იმ ბუტაფორიული ფიგურისა, რომელიც დღეს გვყავს ე.წ პრეზიდენტად”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მიმდინარეობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო