მამუკა მდინარაძე - 3-4 დღეში საკონსტიტუციო ცვლილებაზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დაწერილი სახით იქნება წარმოდგენილი

3-4 დღეში საკონსტიტუციო ცვლილებაზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დაწერილი სახით იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები იმ მოდელით რომ ჩატარებულიყო, რასაც ახლა მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს, „ქართული ოცნება“ მიიღებდა იმავე შედეგს, რასაც 5%-იანი ბარიერის პირობებში პროპორციული არჩევნებით. უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციურ ძალებს მათთვის სასურველი ბარიერის დასახელებასაც სთავაზობს.

„რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო ცვლილებაზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დაწერილი სახით იქნება წარმოდგენილი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ე. წ. 40%-იანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც მოიპოვებს 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას, ვერცერთი კონფიგურაციის დროს ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, ანუ 75 -ზე მეტი მანდატის მიღებას. თუ საუბარია მეტ პროპორციულობაზე, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, 2016 წელს რომ ჩატარებულიყო არჩევნები ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელით, რაც წერილობითი სახით სულ რაღაც 3-4 დღეში წარედგინება საზოგადოებას, „ქართული ოცნება“ მანდატებთან მიმართებით მიიღებდა იმავე შედეგს, რასაც მიიღებდა 5%-იანი ბარიერით პროპორციული არჩევნების დროს. არც მეტი არც ნაკლები. ე.წ. ჩამკეტი, რაზეც ჩვენ ბოლო დღეებია ვსაუბრობთ, სწორედ ამას გულისხმობს - არცერთი მანდატით მეტი, ვიდრე პროპორციულ სისტემაში 5%-იანი ბარიერით არის შესაძლებელი. თუ სუბარია თავად ბარიერზე, კი ბატონო, შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები და რამდენ პროცენტიან ბარიერსაც ამ შეთანხმების საფუძველზე მოისურვებენ, იმაზე მივყვებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო