მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილს - გამოწვევა არის დეოკუპაცია, რა თქმა უნდა, გეთანხმებით ამაში

თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც ძალიან კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ მთავარი გამოწვევა არის დეოკუპაცია. რა თქმა უნდა, გეთანხმებით ამაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის დასავლეთში, ევროპაში.

„თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც ძალიან კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ მთავარი გამოწვევა არის დეოკუპაცია. რა თქმა უნდა, გეთანხმებით ამაში. ქართველი არასდროს შეეგუება რომ საქართველო არ იყოს ერთიანი. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ და საქართველო იქნება ერთიანი და ასევე, რაც მნიშვნელოვანია, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ეს არა მხოლოდ კონსტიტუციაში ავსახეთ, არამედ გულწრფელად მოწოდებული ვართ, რომ ეს ასე მოხდეს.

ასევე გეთანხმებით იმაში, რომ ეს უნდა მოხდეს ჩვენი ტრადიციული ღირებულებების, ჩვენი ეროვნული იდენტობის აბსოლუტური შენარჩუნების ფონზე და საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც არასდროს დაივიწყებს თავის წარსულს.

თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელშიც კარგად აქვთ გათვითცნობიერებული ახალგაზრდების როლი, სწორედ ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ თქვა, რომ განათლება ნომერ პირველი პრიორიტეტია, რომ განათლებული ახალგაზრდობა და განათლებული ერი თავისი სიძლიერით, თავისი კულტურით, თვითმყოფადობით და იმ ბუნებრივი სიამაყით, რისი საფუძველი ნამდვილად ჰქონდა ქართველ ერს, შეძლებს, რომ თავის აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები გახდნენ“, -აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, არ არსებობს არცერთი მიმართულება, სადაც ხელშესახები პროგრესი არაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო