„საპენსიო სააგენტო“ ინვესტირების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით ინვესტირების პროცესი დაიწყო.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საინვესტიციო საბჭომ პირველი ინვესტიცია 560 მლნ ლარის ოდენობით უკვე განახორციელა და თანხები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსა.

„როგორც ცნობილია, საბანკო დეპოზიტი ყველაზე დაბალრისკიანი ფინანსური ინსტრუმენტია. ამასთან, საინვესტიციო პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებები რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან გრძელდება“, - აღნიშნა გიორგი ჭიჭინაძემ.

„საპენსიო სააგენტოს“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპენსიო სააგენტოს მიერ თანხის ინვესტირება განახორციელდა მაღალი სარგებლის პროცენტით და მისი წლიური განაკვეთი 9%-ის ნაცვლად 14,9% - ს შეადგენს. ინვესტიციის პერიოდი 5 წლის ვადით განისაზღვრა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, აღნიშნული პერიოდის ბოლოს განხორციელებული ინვესტიცია (560 მლნ ლარი) თითქმის გაორმაგებდება, რაც მნიშვნელოვან სარგებელს წარმოადგენს საპენსიო სქემის ყველა მონაწილესათვის.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა