ბადრი ჯაფარიძე - მართლმსაჯულება არის უმძიმეს მდგომარეობაში, ახლა კმაყოფილების საფუძველი არ არსებობს

მიმაჩნია, რომ მართლმსაჯულება არის უმძიმეს მდგომარეობაში, ახლა კმაყოფილების არანაირი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო - საქართველოსთვის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლა შეაფასა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა რეალური მცდელობა, რომ სასამართლოსა და პროკურატურის გარდაქმნა მომხდარიყო.

„მიმაჩნია, რომ სასამართლო და ზოგადად, მართლმსაჯულება არის უმძიმეს მდგომარეობაში. სახეზეა პოლიტიკური დევნა, პრაქტიკულად მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ეს უნდა შევცვალოთ, ასე რომ, ახლა კმაყოფილების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ჩვენ ვერ ვნახეთ ის, რომ იყო რეალური მცდელობა, გარდაქმნილიყო სასამართლო და პროკურატურა. ჩვენ ეს ვერ დავინახეთ. ამიტომ ახალი ხელისუფლების ამოცანა იქნება, რომ ეს შევცვალოთ და ადამიანებს დავუბრუნოთ განცდა, რომ კანონის უზენაესობა უნდა იქნეს დაცული და ყველა ადამიანი თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „უმადურობასა და თვითგვემაში ჩაკარგულები ვერ ვაფასებთ, თუ რამდენ წარმატებას მიაღწია საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში”.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს