გია ვოლსკი - შეწყალების საკითხებზე კრიტიკული და მომავალზე ორიენტირებული კომენტარები პრეზიდენტმაც გააკეთა, მეც გავაკეთე და ბევრმა ჩვენმა კოლეგამაც

ვფიქრობ, რომ შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკული და მომავალზე ორიენტირებული კომენტარები პრეზიდენტმაც გააკეთა, მეც გავაკეთე და ბევრმა ჩვენმა კოლეგამაც, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტების კითხვას, რამდენად უნდა ესაუბრა პრეზიდენტს თავის მოხსენებაში შეწყალების საკითხზე და ამით პასუხი გაეცა იმ კითხვებისთვის, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მოხსენება საინტერესო იყო.

„მსოფლიოში საკმაოდ სერიოზული, დიდი გამოწვევებია, რასაც ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. ეს სხვადასხვა შიდა პოლიტიკური ვითარებით არის გამოწვეული, ვირუსის თემაც პრობლემატურია. საერთოდ, ურთიერთობები საქართველოში მნიშვნელოვნად შეიცვალა და ცუდ მაგალითს აძლევენ ამას პოლიტიკური ჯგუფები. მე რომ ვყოფილიყავი გამომსვლელი ტრიბუნასთან, იგივე თემებზე გავაკეთებდი აქცენტს. ახალგაზრდებისთვის საერთოდ მეტი სტიმულია მისაცემი, მეტი კარგი მაგალითი,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა