გიგა ბოკერია - სისტემა 110/40 -ით არ არის ის, რასაც ივანიშვილი საქართველოს „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დაპირდა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ

დაპირება იყო პროპორციულობაზე ივანიშვილის მიერ მოწყობილი „გავრილოვის ღამის“ შედეგად და 110/40-ზე სისტემა ამას ვერ უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ამ ეტაპზე ოპოზიციის კრიტიკული მასა „ქართული ოცნების“ შემოთავაზებებს მხარს არ უჭერს.

„სრული უფლება აქვთ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, მითუმეტეს იმათ, ვინც „ლეიბორისტული პარტიის“ მაგიდასთან არ არის წარმოდგენილი, ამა თუ იმ წინადადებას მხარი დაუჭიროს. ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს ჩვენი შეფასება, რომ ეს შემოთავაზებული სისტემა 110/40 -ით არ არის ის, რასაც ივანიშვილი დაპირდა საქართველოს „გავრილოვის ღამის“ შემდეგ და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. თუ ვინმე თვლის, რომ ეს ღირს ხმის მიცემად, პატივს ვცემთ მეც და ჩვენი პოლიტიკური ძალაც. არსებობს ელემენტარული საარჩევნო რუკა, ივანიშვილის და თალაკვაძეს გონიათ თვითონ შეუძლიათ თქვან, ვინ უნდათ იყოს ოპოზიცია. ამ ეტაპზე რა ვითარებასაც ვხედავ, ოპოზიციის კრიტიკული მასა ამ შემოთავაზებებს მხარს არ უჭერს.

დაპირება იყო პროპორციულობაზე ივანიშვილის მიერ მოწყობილი „გავრილოვის ღამის“ შედეგად და 110/40- ზე ამას ვერ უზრუნველყოფს. ეს ისეთი სისტემაა, რომ მესამედზე ოდნავ მეტი ამომრჩევლით გაქვს შანსი მოიპოვო უმრავლესობა. ჩვენ ის კი არ გვაშინებს, რომ ამ სისტემით მოიგებენ არჩევნებს, დღევანდელი სისტემითაც წააგებენ და მაგ სისტემითაც, ოღონდ ჩვენ არ მოვატყუებთ საზოგადოებას, რომ ეს ის არის, რასაც ჩვენ დაგპირდით და არაუშავს. არ არის და არ იძლევა იმ შედეგს, რაც საზოგადოებამ დაუკვეთა პოლიტიკურ ძალებს. გარდა ამისა, პოლიტიკური პატიმრების საკითხის გარეშე და დევნის შეწყვეტის გარეშე სრული ნორმალიზება ვერ მოხდება მაშინაც კი, თუ მაჟორიტარებს შეამცირებენ არსებითად, რასაც ჩვენ ვითხოვთ და რაც თავის მხრივ ნორმალური შემოთავაზება იქნებოდა,“ - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა