დავით ბაქრაძე - ქალბატონი ზურაბიშვილი ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს და უბრალოდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დანამატია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიურ მოხსენებას ეხმაურება.

ბაქრაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას და არის „უბრალოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დანამატი.“

„მისი ერთი წლის საქმეებიდან საზოგადოებას ახსოვს ლავროვის მოწვევა საქართველოში, ახსოვს დავით გარეჯის პრობლემის შექმნა და ირანული ანტიკვარული მამლების შეძენა. ამ ფონზე რაზე ისაუბრა მან პარლამენტში, არის სრულიად მეათეხარისხოვანი მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას და არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დანამატი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არ მიგვეღო მონაწილეობა და არ ვყოფილიყავით საპარლამენტო დარბაზში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს