კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ უსაფრთხოების ზომები მიიღო

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ უსაფრთხოების ზომები მიიღო.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებით კომპანია „თბილისი ენერჯის“ ყველა ბიზნეს ცენტრი და ოფისი უზრუნველყოფილია და აღჭურვილია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ატრიბუტებით, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ, როგორც აბონენტებს ასევე კომპანიის თანამშრომლებს. მათივე ინფორმაციით, კომპანიის ყველა ბიზნეს ცენტრი უკვე აღჭურვილია ხელის სადეზინფექციო დისპანსერებით. ყველა ცენტრი მომარაგებულია საჭირო რაოდენობის პირბადეებითა და ე.წ ბახილებით.

„ბიზნეს ცენტრების გარდა პირბადეებისა და ბახილების საჭირო რაოდენობა დაურიგდა სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს, ამთვლელებსა და ზეინკლებს - ყველას, ვისაც რაიმე სახით შეხება აქვს აბონენტებთან. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კომპანიის ყველა ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. აქვე შეგახსენებთ, რომ „თბილისი ენერჯის“ მომსახურების მიღება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად. გაცნობებთ, რომ ცხელი ხაზი - 2 40 40 04 და სწრაფი რეაგირების სამსახური - 114 ამ პერიოდის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. შესაბამისად, მომსახურების მისაღებად არ დაგჭირდებათ მომსახურების ცენტრებში მისვლა გარდა აუცილებელი ან განსაკუთრებული შემთხვევებისა. კომპანია თბილისი ენერჯი ჯანმრთელობას გისურვებთ“,- აცხადებენ კომპანიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა