ამირან გამყრელიძე - ბოლო 3 დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვის მატება არ გვაქვს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში კორონავირუსის არც ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, შესაძლო შემთხვევათა რაოდენობამ კი 239 შეადგინა.

„საქართველოში ეპიდსიტუაცია დიდად არ შეცვლილა გუშინდელთან შედარებით. დღევანდელი რიცხვით, 30 იანვრიდან მოყოლებული ქვეყანაში სულ არის შესაძლო შემთხვევა 239 და აქედან, როგორც მოგეხსენებათ, 3 რჩება ისევ დადასტურებული დადებითი შემთხვევა. ბოლო 3 დღის განმავლობაში ჩვენ დადასტურებული შემთხვევათა რიცხვის მატება არ გვაქვს. დღევანდელ დღეს ლუგარის ცენტრში სულ არის გამოგზავნილი დილიდან 21 ნიმუში, აქედან 16 გახლდათ ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და ამ 16-ში 2 გახლავთ განმეორებითი ინფიცირებულებზე და ასევე 5 იმერეთიდან. 5-ის ტესტირება დამთავრებულია, ყველა გახლავთ უარყოფითი. 16-ის ტესტირება მიმდინარეობს და კიდევ 8 ნიმუშია აღებული დღის მეორე ნახევარში და ახლა გადმოდის ლუგარში შემდგომი კვლევისთვის,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს კარანტინში 140 ადამიანი რჩება.

„კარანტინში დღეს იმყოფება სულ 140 ადამიანი. ეს გახლავთ: აბასთუმანში -26, ვივამედში-34, საჩხერეში -26, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში - 23, ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში -15 და გორის ჰოსპიტალში-16,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს