ირანის პრეზიდენტი აშშ-ს - თუ მართლა დახმარება გსურთ, მოხსენით სანქციები წამლებზე

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ ამერიკის შეერთებული შტატები ყალბ თანაგრძნობაში დაადანაშაულა და მოუწოდა ირანს სანქციები მოუხსნას. ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა მთავრობის სხდომის დროს განაცხადა.

„ისინი თანაგრძნობის ყალბი ნიღბით ამბობენ, რომ სურთ ირანელ ხალხს დაეხმარონ. თუ მართლაც სიმართლეს ამბობთ, მაშინ მოხსენით სანქციები წამლებზე“,-აღნიშნა როუჰანიმ.

მისივე თქმით, კორონავირუსმა ირანის ყველა პროვინცია მოიცვა და აღნიშნა, რომ ეს გლობალური დაავადებაა.

ცნობისთვის, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ით 92 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 2900-ს გადააჭარბა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს