ამირან გამყრელიძე - უნივერსიტეტებს მოვუწოდებ, სადაც არის ტექნიკური საშუალება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ონლაინ სწავლებებზე გადავიდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უნივერსიტეტებს მოუწოდებს, თუ აქვთ ტექნიკური საშუალება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო,ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.

„განათლება არის ჩვენთვის ფუნდამენტური. უნივერსიტეტებს მოვუწოდებ, რომ სადაც არის ტექნიკური საშუალება, გადავიდეთ ონლაინ სწავლებებზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან მისივე განმარტებით, ახალი კორონავირუსის გამო, დროებით შეწყვეტილია სწავლა, როგორც სკოლებში ასევე ბაღებში, სადაც ინტენსიური დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობს. მან რეკომენდაციის თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ისაუბრა ხელების ხშირი დაბანვის და ოთახების განიავების აუცილებლობაზე. მისი თქმით, სასურველია მოქალაქეები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილეებს მოერიდონ.

ამასთან, იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თუ არ აქვთ გადაუდებელი აუცილებლობა, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსის მაღალი შემთხვევებია გამოვლენილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა