საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - კორონავირუსით დაინფიცირებული იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

„იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალბატონი, რომელმაც საქართველოს საელჩოს აცნობა, რომ მას აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. შემდეგ საქართველოს საელჩო დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს და ეს ქალბატონი გადაყვანილი იქნა დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში. ჩატარებული ტესტების შედეგად მას დაუდგინდა კორონავირუსი. ახალგაზრდა ქალბატონი რჩება კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მას უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მკურნალობა. დღეის მდგომარეობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში რჩება მუდმივ კონტაქტზე ახალგაზრდა ქალბატონთან, ასევე მის ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს