ინფექციურ საავადმყოფოში 31 ადამიანი რჩება, 8 ახალი პაციენტის ანალიზები კი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 31 პაციენტი იმყოფება, 8 ახალი პაციენტის ცხვირ-ხახის ნაცხი კი ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი შესაბამისი კვლევისთვის.

„ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში იმყოფება 31 პაციენტი, დღეს დილას აღებულ იქნა 11 პაციენტის ცხვირ-ხახის ნაცხი ვირუსის ტესტირებაზე. თერთმეტივეს პასუხი მოვიდა უარყოფითი. ახლა ამ პაციენტებთან ხდება მათი გამოკითხვა ზოგადად საინკუბაციო პერიოდების შეფასება. ალბათ, შესაბამისად არსებული მონაცემებით, ეს პაციენტები საკარანტინო ზონაში გადაინაცვლებენ. დღის განმავლობაში შემოვიდნენ პაციენტები და 8 ახალი პაციენტის ცხვირ- ხახის ნაცხი წაღებულია ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებისთვის, რომელიც დღეს ან გვიან დამთავრდება ან ხვალ დილისთვის იქნება პასუხები “, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსის არსებობა დაუდასტურდათ, სტაბილურია. ეზუგბაიას თქმით, მათთვის ჩატარებულმა განმეორებითმა ანალიზმა კვლავ აჩვენა ვირუსის არსებობა.

„ჩვენი სამი დადასტურებული შემთხვევის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს დილიდან საღამომდე მათი მდგომარეობა არ შეცვლილა. მათთვის მეორე ჯერზე ჩატარებულ ტესტირებაზე ჯერჯერობით პასუხი დადებითია. ეტაპობრივად ტარდება განმეორებითი ტესტირება, ეს პაციენტები სხვადასხვა დროს არიან შემოსულები, ამიტომ მათ სხვადასხვა პერიოდში უწევთ განმეორებითი ტესტირების გავლა. დღეს განმეორებით ორ პაციენტს ჩაუტარდა და კვლავ დადებითია, 2 დღის წინ ჩაუტარდა პირველ პაციენტს, მასთანაც დადებითი იყო. ასე გაგრძელდება შესაბამისი კრიტერიუმებით გათვლილი დღეების მიხედვით განმეორებითი ტესტირებები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

სამივე პაციენტი ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო