მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის მქონე სამ პაციენტს განმეორებითი ტესტირების შედეგად ვირუსის არსებობა კვლავ დაუდასტურდა. მისივე განმარტებით, განმეორებითი კვლევების ჩატარება კორონავირუსის მქონე პაციენტების შემთხვევაში გაგრძელდება.

„ჩვენი სამი დადასტურებული შემთხვევის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს დილიდან საღამომდე მათი მდგომარეობა არ შეცვლილა.

მათთვის მეორე ჯერზე ჩატარებულ ტესტირებაზე ჯერჯერობით პასუხი დადებითია.

ეტაპობრივად ტარდება განმეორებითი ტესტირება, ეს პაციენტები სხვადასხვა დროს არიან შემოსულები, ამიტომ მათ სხვადასხვა პერიოდში უწევთ განმეორებითი ტესტირების გავლა. დღეს განმეორებით ორ პაციენტს ჩაუტარდა და კვლავ დადებითია, 2 დღის წინ ჩაუტარდა პირველ პაციენტს, მასთანაც დადებითი იყო. ასე გაგრძელდება შესაბამისი კრიტერიუმებით გათვლილი დღეების მიხედვით განმეორებითი ტესტირებები“ , - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

სამივე პაციენტი ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა