თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი

თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაკარგული იყო 6 ადამიანი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განმარტავს, ტურისტული ჯგუფის დაკარგული წევრები მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველებმა იპოვეს. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 3 ადამიანი. მაშველებმა მოახერხეს ზვავში მოყოლილი 3 მოქალაქის გადარჩენა. მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავებული ტურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმების მიერ, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიიდან გადაყვანილია თბილისში. მათ ღუდუშაურის კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

იხილეთ ვიდეო: თეთნულდთან ჩამოწოლილმა ზვავმა 6 ტურისტი მოიყოლა: 3 მათგანი დაიღუპა - კადრები სამაშველო ოპერაციიდან

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო