მაიკლ ბლუმბერგი - საპრეზიდენტო მარათონში ჩავები, რომ გამემარჯვა დონალდ ტრამპზე, მარათონს ვტოვებ იმავე მიზეზით - გავიმარჯვოთ დონალდ ტრამპზე

მილიარდერი, მედიამაგნატი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი ამერიკის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა და მხარდაჭერას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უცხადებს. „სი-ენ-ენ“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბლუმბერგმა თავისი მომხრეებისადმი წერილში დაწერა.

„სამი თვის წინ, საპრეზიდენტო მარათონში ჩავები იმ მიზნით, რომ გამემარჯვა დონალდ ტრამპზე. დღეს ამ მარათონს ვტოვებ იმავე მიზეზით: გავიმარჯვოთ დონალდ ტრამპზე, რადგან ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩემი აქ ყოფნა გაართულებს მიზნის მიღწევას“, - წერს ბლუმბერგი.

მანვე „ტვიტერში“ დაწერა, რომ ტრამპზე გამარჯვება იწყება კანდიდატთან გაერთიანებით, რომელსაც უკეთესი შანსი აქვს ამის გასაკეთებლად. მისი თქმით, ეს მისი მეგობარი და უდიდესი ამერიკელი ჯო ბაიდენია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო