„დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერში ჯო ბაიდენმა 10 შტატში გაიმარჯვა

ამერიკის 14 შტატში გამართულ „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერში, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 10 შტატში გაიმარჯვა. ჯო ბაიდენმა გამარჯვება მოიპოვა: ალაბამას, არკანზასის, მასაჩუსეტსის, მინესოტას, ოკლაჰომას, ჩრდილოეთ კაროლინის, ტენესის, ტეხასის, ვირჯინიის და მენის შტატებში.

სენატორმა ბერნი სანდერსმა კი: კალიფორნიის, კოლორადოს, ვერმონტისა და იუტას შტატებში გაიმარჯვა. მანამდე, სენატორმა ბერნი სანდერსმა ნიუ-ჰემფშირისა და ნევადას შტატებში გაიმარჯვა. სამხრეთ კაროლინას შტატში კი ჯო ბაიდენმა მოიპოვა უპირატესობა.

შეგახსენებთ, 3 მარტს „სუპერ სამშაბათის“ პრაიმერი აშშ-ის 14 შტატში გაიმართა. მომდევნო რაუნდი აშშ-ის 6 შტატში 10 მარტს გაიმართება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს