უკრაინას ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს

უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა. ახალ კაბინეტში ადგილები შეინარჩუნეს შს მინისტრმა არსენი ავაკოვმა, იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ.

დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ, რიგგარეშე სხდომაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალი დაამტკიცა. შმიგალმა დღესვე რადას მინისტრთა ახალი კაბინეტი წარუდგინა.

მანამდე კი, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება, რომლითაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი თანამდებობიდან გადააყენა, რასაც, შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის გადაყენება მოყვა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს