დონალდ ტრამპი - "მინი მაიკ" ბლუმბერგი ახლა ფულს ჩადებს "მძინარა ჯოს" კამპანიაში, სახის შენარჩუნების იმედით

მინი მაიკ ბლუმბერგი ახლა ფულს ჩადებს მძინარა ჯოს კამპანიაში, სახის შენარჩუნების იმედით, - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიკლ ბლუმბერგის მიერ ამერიკის საპრეზიდენტო მარათონის დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში.

"მინი მაიკ ბლუმბერგმა ახლახანს შეწყვიტა საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობა. მისთვის დიდი ხნის წინ შემეძლო მეთქვა, რომ მას არ აქვს ამისთვის საჭირო თვისებები და დაზოგავდა მილიარდ დოლარს, რეალურ ხარჯს. ახლა ის ფულს ჩადებს "მძინარა ჯოს" კამპანიაში, სახის შენარჩუნების იმედით. ეს არ იმუშავებს!"-წერს ტრამპი "ტვიტერზე".

ცნობისთვის, მილიარდერი, მედიამაგნატი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი ამერიკის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა და მხარდაჭერას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უცხადებს. „სი-ენ-ენ“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბლუმბერგმა თავისი მომხრეებისადმი წერილში დაწერა.

„სამი თვის წინ, საპრეზიდენტო მარათონში ჩავები იმ მიზნით, რომ გამემარჯვა დონალდ ტრამპზე. დღეს ამ მარათონს ვტოვებ იმავე მიზეზით: გავიმარჯვოთ დონალდ ტრამპზე, რადგან ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩემი აქ ყოფნა გაართულებს მიზნის მიღწევას“, - დაწერა ბლუმბერგმა.

მანვე „ტვიტერში“ დაწერა, რომ ტრამპზე გამარჯვება იწყება კანდიდატთან გაერთიანებით, რომელსაც უკეთესი შანსი აქვს ამის გასაკეთებლად. მისი თქმით, ეს მისი მეგობარი და უდიდესი ამერიკელი ჯო ბაიდენია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო