იტალიაში კორონავირუსის გამო, დღეიდან ყველა სკოლა და უნივერსიტეტი იხურება

იტალიაში დღეიდან ყველა სკოლა და უნივერსიტეტი იხურება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად სასწავლო პროცესი 10 დღის განმავლობაში შეწყდება.

გარდა ამისა, პროფესიონალი სპორტული თამაშები, მაშ შორის იტალიის სერია A, ერთი თვის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 107 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 3 000-ს აღწევს.

COVID-19-ის შემთხვევები 80-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 200-ს, დაინფიცირებულთა კი - 95 000-ს აჭარბებს.

იხილეთ ვიდეო: იტალიაში კორონავირუსის გამო, ყველა სკოლა და უნივერსიტეტი იხურება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო