კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის შტატ კალიფორნიაში, კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შტატში ახალი კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია ვაშინგტონსა და ფლორიდაშიც.

შეგახსენებთ, არსებული მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით 11 ადამიანია დაღუპული. აქედან 10 - ვაშინგტონში, 1 კი - კალიფორნიაში. ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 150-მდე გაიზარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს