ევროკავშირი - თურქეთის მიერ მიგრანტების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მტკიცედ მიუღებელია

თურქეთის მიერ მიგრანტების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ევროკავშირისთვის მტკიცედ მიუღებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ გავცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროკავშირის საბჭო აცნობიერებს იმ რისკებსა და მზარდი მიგრაციისგან გამოწვეულ ტვირთს, რის წინაშეც თურქეთი საკუთარ ტერიტორიაზე დგას, ასევე იმ აშკარა ძალისხხმევას, რაც მან 3,7 მილიონი მიგრანტისა და ლტოლვილისთვის თავშესაფრის მიცემის კუთხით განახორციელა, თუმცა საბჭოსთვის მტკიცედ მიუღებელია თურქეთის მიერ მიგრაციული ზეწოლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ევროკავშირის გარე საზღვრებზე შექმნილი ეს სიტუაცია მიუღებელია. საბჭო ელოდება თურქეთისგან 2016 წლის ერთობლივი განცხადების დებულებების სრულად შესრულებას“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები რომ მზად არიან, ევროკავშირის გარე საზღვრები დაიცვან.

„ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან, ეფექტიანად დაიცვან ევროკავშირის გარე საზღვრები. საზღვრის არალეგალური კვეთა დაშვებული არ იქნება. ამ კუთხით, ევროკავშირი და წევრი ქვეყნები გამოიყენებენ ყველა აუცილებელ ზომას, ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მიგრანტებს ხელი არ უნდა შეეწყოთ იმაში, რომ ხმელეთით ან ზღვით საზღვრის უკანონოდ გადალახვის მცდელობისას საფრთხეში ჩააგდონ საკუთარი თავი. საბჭო მოუწოდებს თურქეთის მთავრობას, ყველა აქტორსა და ორგანიზაციას, გაავრცელოს ეს მესიჯი და დაუპირისპირდეს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭო მიესალმება ევროპის კომისიის მიერ საბერძნეთისთვის დახმარების სახით დამატებით 700 მილიონი ევროს გამოყოფას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭო და კომისია სიტუაციის მონიტორინგსა და კოორდინირებულ მოქმედებას გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის პროვინცია იდლიბში ვითარების გამწვევაბის შემდეგ განაცხადა, რომ მიგრანტთა და დევნილთა ნაკადებს ვეღარ აკავებს და მათთვის ევროკავშირთან თავისი საზღვარი გახსნა.

იხილეთ ვიდეო: ევროკავშირი - თურქეთის მიერ მიგრანტების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მტკიცედ მიუღებელია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს