გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ

დღეს, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიმართ სასჯელის გადავადების თაობაზე, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში იმსჯელებენ. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ 27 თებერვალს მიიღო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომ საქმის ძირითადი განხილვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდება, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის უკმაყოფილება მოჰყვა. მან მოსამართლეს მონა უწოდა.

„ეს მიზანმიმართულია. გუშინ ჩემმა ძმამ არ იცოდა, რომ საერთოდ პროცესი ჰქონდა. თქვენ არ გსურთ მედიამ ნახოს, რა დღეში ჩააგდო ხელისუფლებამ ჩემი ძმა. თქვენ მსახურობდით საპატრიარქოში და თქვენ ხართ მონა“, - განაცხადა მამალაძემ, რის შემდეგაც მან სხდომათა დარბაზი დატოვა.

აღნიშნული ფაქტი მოსამართლემ შეურაცხყოფად შეაფასა და აღნიშნა, რომ სხდომის საჯაროდ ჩატარების სურვილი ჰქონდა.

„ეს არის შეურაცხყოფა, უპატივცემლობა სასამართლოს მიმართ. ძალიან დიდი სურვილი მქონდა სხდომა საჯარო ყოფილიყო და ეს შეურაცხყოფა არ მომესმინა. საქმის განხილვა ნაცვლად სასამართლო სხდომის დარბაზისა, ჩატარდება მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში“, - განაცხადა მსხილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო