თურქეთის პარლამენტში ერდოღანის კრიტიკის გამო, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თურქეთის პარლამენტში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკის გამო დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს თურქეთის მმართველი პარტიისა და „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი დეპუტატ ენგინ ოზქოჩის განცხადება გახდა, რომელმაც ერდოღანი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა და სამარცხვინო უწოდა.

ამასთანავე, მან თურქეთის პრეზიდენტს სირიაში იდლიბის პროვინციაში მოკლული თურქი სამხედროს მიმართ უპატივცემულობაში დასდო ბრალი. ოზქოჩის თქმით, ერდოღანი უპასუხისმგებლო პრეზიდენტია, რადგან კონფლიქტის ზონაში სამხედრო დანაყოფები ავიაციის მხარდაჭერის გარეშე გააგზავნა. ამ განცხადების შემდეგ თურქეთის პარლამენტის სპიკერმა მუსტაფა სენთოპმა მისი განცხადება დაგმო, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.

იხილეთ ვიდეო: თურქეთის პარლამენტში ერდოღანის კრიტიკის გამო, ხელჩართული ჩხუბი მოხდა - პრეზიდენტს მოღალატე და სამარცხვინო უწოდეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო