შატილში სკოლა-პანსიონის აღდგენის სამუშაოები იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შატილში სკოლა-პანსიონის აღდგენის სამუშაოები იწყება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, სკოლა- პანსიონის აღსადგენად მთის ფონდიდან მილიონ ნახევარი ლარი გამოიყოფა.

„მოგეხსენებათ, შარშან, ოქტომბერში შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ აღვადგენთ ამ სკოლა-პანსიონს. კლიმატური პირობები გვაძლევს საშუალებას, დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოაქვს დღეს საკითხი, მთის ფონდიდან გამოიყოფა მილიონ ნახევარი ლარი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, ერთი სეზონის ფარგლებში შატილში ბავშვებს სკოლა-პანსიონი აღვუდგინოთ. ეს დაპირება, რა თქმა უნდა, შესრულდება“, - განაცხადა გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს