შსს-ს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული.

მათივე ცნობით, დამუშავდა, როგორც მომსახურების დარბაზები და ოპერატორთა მაგიდები, ისე ყველა ის ოთახი, რომლითაც მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სარგებლობენ. კერძოდ, დეზინფექცია ჩაუტარდა მომსახურების სააგენტოს სამუშაო ოთახებს, საგამოცდო ოთახებს, დერეფნებს, სველ წერტილებსა და ტექნიკურ სათავსოებს. სპეციალური ხსნარით დამუშავდა საგამოცდო მანქანებიც.

„მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება. გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე იწმინდება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ინვენტარიც.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში რეგულარულად ჩატარდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა