„იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, ზურაბ ადეიშვილს 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე,ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად 1,6 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. ამასთან, თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით აეკრძალა.

აღსანიშნავია, რომ ადეიშვილს სასამართლომ 2 წლით პატიმრობა შეუფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა, თუმცა „ამნისტიის შესახებ კანონით” მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლით.

ამავე საქმეზე ბრალდებულ მის მოადგილეს 40 000 ლარი ჯარიმა განესაზღვრა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს ბრალი 2016 წელს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2004 წლის იანვარში, საქართველოს ახლად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო