„თიბისი“ ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ ფუნქციონალს - ბიზნეს ანალიტიკას ამატებს

თიბისი“ ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს - ბიზნეს ანალიტიკას ამატებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თიბისი ბანკიდან აცნობეს, ბიზნეს ანალიტიკის საშუალებით მომხმარებლები ყოველთვიურ ან ყოველდღიურ ჭრილში ხარჯებს და შემოსავლებს უკეთ გააკონტროლებენ, რაც მათ დაეხმარებათ ფინანსური ანალიზის გაკეთებაში.

„მათ, ვისაც თიბისი ბანკის პოს-ტერმინალი ან იკომერსი (ელექტრონული კომერცია) აქვს, შეეძლებათ გაიგონ თავიანთი მომხმარებლის ქცევა და დააკვირდნენ ბიზნესის განვითარებას, ასევე გააკეთონ ისეთი მნიშვნელოვანი დაკვირვებები, როგორიცაა: კვირის რომელ დღეს არის უფრო მეტი გაყიდვები, დღის რომელ მონაკვეთში არის ყველაზე დიდი ბრუნვა, როგორ მოქმედებს ფასდაკლებები გაყიდვებზე, ჰყავს თუ არა მათ კომპანიას ლოიალური მომხმარებლები და ა.შ.

ბიზნესს განვითარებისთვის მუდმივად სჭირდება ფინანსური ანალიზი, კვლევები და დაკვირვებები საკუთარ კომპანიაზე და მომხმარებლის ქცევის შესწავლა. ბიზნეს ანალიტიკა ბიზნესებს ხელს შეუწყობს უფრო მოქნილად მართონ თავიანთი ფინანსები და განავითარონ საქმიანობა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა