პრემიერი - ანგაჟირებულ კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს, ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება - ეს ის ბრძოლაა, სადაც ყველამ უნდა გავიმარჯვოთ

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს, ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება, ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ის ბრძოლაა, სადაც ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე ამ გამოწვევის ზეგავლენის მინიმიზაცია შევძლოთ.

„საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეფექტურად და მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობის და პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს გახლავთ ის შედეგები, რომლებსაც ჩვენ, დღეის მდგომარეობით ვაღწევთ. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მოვეშვათ არც ერთი წამით, კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ჩვენი ერთობრივი ბრძოლის ეფექტურობა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ ვალდებულები ვართ მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ყოველთვის, ვიდრე ამ გამოწვევას საბოლოოდ არ დავამარცხებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს, ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება, ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და მოვახდინოთ ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე ამ გამოწვევის ზეგავლენის მინიმიზაცია“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: პრემიერის განცხადებით, კორონავირუსთან ერთოლივი ბრძოლის ეფექტიანობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა