ბაშარ ალ-ასადი - სირიას თურქეთის მიმართ მტრული მოქმედებები არ ჩაუდენია - თურქებს მოძმე ერად მივიჩნევ

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა რუსულ ტელეარხ „რასია 24“-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თურქეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, სირიას თურქეთის მიმართ მტრული ქმედებები არ ჩაუდენია.

„რა დიდი ან პატარა მტრული ქმედებები ჩაიდინა სირიამ თურქეთის წინააღმდეგ? ეს არ მოხდარა. არის სირიელებისა და თურქების საერთო ქორწინება, ოჯახები, მნიშვნელოვანი საერთო ინტერესები. ეს ორმხრივი კულტურული ერთობა ისტორიულად არის განსაზღვრული. ალოგიკურია, რომ ჩვენ შორის სერიოზული უთანხმოება იყოს“,-განაცხადა ასადმა.

მისივე თქმით, თურქები მოძმე ერად მიაჩნია.

„რა თქმა უნდა, თურქებს მოძმე ერად მივიჩნევ. მინდა ვკითხო თურქ ხალხს, რა პრობლემები გაქვთ სირიასთან?“-აღნიშნა ასადმა.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირაა იდლიბში პროთურქულ სირიის ოპოზიციასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ასადის ჯარებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. თურქეთის პრეზიდეტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ რეგიონში სამხედრო ყოფნა გააძლიერა. ბოლო დღეების მანძილზე სირიის სამთავრობო ძალების ინტენსიური თავდასხმის შედეგად თურქეთის ათობით ჯარისკაცი დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა