ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი - კორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პირის მდგომარეობა კლინიკურად უფრო მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მეოთხეა, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა, შედარებით „უფრო მძიმეა“.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, კლინიკურად უფრო მძიმე ფორმაა, რადგან დაავადება გამოუვლინდა ტემპერატურის მატებით - 38,5-ზე მეტია ტემპერატურა. დიაგნოსტირებულია, ლაბორატორიულად დადასტურებულია, დაწყებულია მკურნალობა. გუშიდელი დღის შემდეგ მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია. დაავადება არ პროგრესირებს და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. ტემპერატურა გუშინ მერყეობდა 38.5-სა 39.5 შორის“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი 44 წლის მამაკაცია, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში კვირას ჩამოვიდა, რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ინფექციურ საავადმყოფოს კი გუშინ მიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან შემოვიდა.

იხილეთ ვიდეო: "ეს არის მძიმე ფორმა" - მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა, რა რთული სიმპტომები აღენიშნება კორონავირუსით ინფიცირებულ 44 წლის პაციენტს და სად იმყოფებოდა ის თბილისში ჩამოფრენის დღიდან ვირუსის გამოვლენამდე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა