მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 11 პაციენტს დღეს აუღებენ ანალიზებს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტი იმყოფება, რომელთანან 11 პაციენტს დღეს აუღებენ ახალ კორონავირუსზე ანალიზებს.

„დღეს, დილის მდგომარეობით ჩვენს კლინიკაში არის 25 პაციენტი. 11 პაციენტს აუღებენ დღეს ტესტირებას ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით. გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება ამ ვირუსზე, აქედან 20 პაციენტის შედეგი იყო უარყოფითი და მხოლოდ ერთ პაციენტთან დადასტურდა ეს დაავადება. ანუ ეს არის ჩვენს ცენტრში დაავადების მე-4 შემთხვევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. სამივე პაციენტი ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა