„საქართველოს ბანკის“ ჩართულობით, სამშენებლო სექტორის ახალ ტენდენციებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ბანკის“ ჩართულობით, Nexia TA-ს და NTI Georgia-ს ორგანიზებით, სამშენებლო სექტორში 2020 წლის ახალ ტენდენციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ღონისძიების ძირითადი იდეა სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მართვაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება სექტორის გამოწვევები და ისეთი საკითხები როგორიცაა: ახალი ტექნოლოგიები სამშენებლო სექტორში; ბიზნეს პროცესების ტრანსფორმაცია სამშენებლო ინდუსტრიაში; ბანკის თვალით დანახული სამშენებლო სექტორი; სახელმწიფოს როლი სამშენებლო სექტორის განვითარებაში; მომავლის ტექნოლოგიების გავლენა დღევანდელობაზე.

„შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეწვევა და გამოცდილებას გაუზიარებს NTI-ს თანადამფუძნებელი, ესპანეთის წამყვანი ინჟინერი სპეციალიზირებული განახლებად ენერგიაზე - აგუსტინ პაია. ის არის Dakar Rally-ის ისტორიაში ერთადერთი ელექტრო მანქანის პროექტის ავტორი, TESLA-ს ოფიციალური ინჟინერი, დიზაინერი და პილოტი.

ღონისძიებას დაესწრებიან სტუმრები სახელმწიფო და კერძო სექტორიდან, პროფესიული წრეების წარმომადგენლები და სხვა დაინტერსებული პირები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, Nexia TA უკვე 5 წელია მჭიდროდ პარტნიორობს სამშენებლო სექტორთან, რომლის ფარგლეშიც არაერთი ინიციატივა განხორციელებულა, უახლოეს მომავალში კი NTI Georgia და Nexia TA მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ. ამ მემორანდუმის საფუძველზე სამშენებლო პროექტების მართვის მიმართულებით ახალი სერვისები დაინერგება, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს სამშენებლო პროექტების უფრო ეფექტურად მართვას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს