ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხვალ გახდება ცნობილი, შეწყვეტენ თუ არა კერძო ბაღები სააღმზრდელო პროცესს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შეწყვეტენ თუ არა კერძო ბაღები სააღმზრდელო პროცესს, ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება კერძო ბაღებს, განათლების სამინისტროს აქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა სეგმენტთან, ვითვალისწინებთ რა მშობლების აღელვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეძლებენ ისინი მერე მუშაოაბს. ამასთან დაკავშირებითაც როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტრო ვმუშაობთ და დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება. ხვალ გვექნება ამაზე უფრო დეტალური კომუნიკაცია პრემიერის ხელმძღვანელობით და გავაკეთებთ განაცხადს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს თეატრებისა და აუზების მიმართ, ტიკარაძის თქმით, ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, გასცემს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით.

„ამ მხრივ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, სადაც ჩვენ დროულად ვიწყებთ ყველა პრევენციულ ღონისძიებებს, რაშიც მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებიან ევროპის ქვეყნები, ვინაიდან მათ ეს ვირუსი არ აღიქვეს შესაბამისად და მნიშვნელოვნად და მათთან გავრცელება გაცილებით მეტია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პროფილაქტიკის მიზნით, არდადეგების პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა